ახალი ამბები
ქუთაისში უკრაინის მხარდასაჭერად კიდევ ერთი აქცია დაიგეგმა
FaceBook
ქუთაისში, მეგობარ უკრაინას, რომელიც მესამე დღეა რუსეთის სრულმასშტაბიან შეტევას იგერიებს, მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ.

მორიგი აქცია ცენტრალურ მოედანზე 18:00 საათზე გაიმართება. აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს აქციაზე მისვლისა და მხარდაჭერის გამოხატვისკენ მოუწოდებენ.

ქუთაისში, უკრაინის მიმართ სოლიდარობისა და რუსული აგრესიის შეწყვეტის მოთხოვნით რამდენიმე აქცია გაიმართა.

მესამე დღეა უკრაინაში საომარი ოპერაციები მიმდინარეობს.
Print