ახალი ამბები
"ალტ-ინფოს" საიტი, სავარაუდოდ, ქართველმა ჰაკერებმა გათიშეს
FaceBook
პრორუსული, ძალადობრივი მედია ალტ-ინფოს ვებგვერდი მიუწვდომელია.

"საქართველოს ჰაკერთა საზოგადოება" სოციალურ ქსელში წერს, რომ საიტი მათ გათიშეს.



"ალტ-ინფო" ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისს ანტი-ლგბტ აქცია, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობაში გადაიზარდა. აქციის მიმდინარეობისას სცემეს ტვ "პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს).

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ძალადობის არცერთი ორგანიზატორი არ დაუკავებიათ.
Print