ახალი ამბები																												
					
				
										
											"ალტ-ინფოს" საიტი, სავარაუდოდ,  ქართველმა ჰაკერებმა გათიშეს									
						
		
								
								
						
							
						
						
							
							
						
						
							
															
									13:15 / 26.02.2022								
							
						
					 
					
						
				
			
			
												პრორუსული, ძალადობრივი მედია ალტ-ინფოს ვებგვერდი
მიუწვდომელია.
"საქართველოს ჰაკერთა საზოგადოება" სოციალურ ქსელში წერს, რომ საიტი
მათ გათიშეს.

"ალტ-ინფო" ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც ჩატარდა 2021 წლის 5
ივლისს ანტი-ლგბტ აქცია, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობაში
გადაიზარდა. აქციის მიმდინარეობისას სცემეს ტვ "პირველის" ოპერატორ
ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის
გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს).
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ძალადობის არცერთი ორგანიზატორი არ
დაუკავებიათ.			 
											 
					
							 
მასალის გამოყენების პირობები