ახალი ამბები
"პრეზიდენტი ზელენსკი რუსების მთავარ სამიზნედ რჩება" - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რჩება "მთავარ სამიზნედ რუსი აგრესორებისთვის", - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა.


ტელეკომპანია "სი-ენ-ენთან" ინტერვიუს დროს, პრაისმა აღნიშნა, რომ ზელენსკი მრავალმხრივ "წარმოადგენს, გარკვეული გაგებით სიმბოლოცაა უკრაინის, უკრაინელი ხალხის, დემოკრატიული ამბიციებისა და მისწრაფებების... ასე რომ, რა თქმა უნდა, ის დარჩება რუსი აგრესორების მთავარ სამიზნედ".

უკრაინა მესამე დღეა ცდილობს მოიგერიოს რუსეთის თავდასხმები. კიევის ოფიციალური ინფორმაციით, ომის პირველ დღეს 137 ადამიანი დაიღუპა. უკრაინამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. კიევში კომენდანტის საათია გამოცხადებული.


წყარო: VOA
Print
თეგები: #უკრაინა #ომი