ახალი ამბები
"საომარი მოქმედებები უკრაინაში რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს"
FaceBook
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უკრაინაში რუსეთის შეჭრას  ეხმაურება.
„საომარი მოქმედებები უკრაინაში რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მსოფლიო ტრაგედიად გადაიქცევა!“ - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში, რომელიც საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

რუსეთმა დღეს, 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.



Print