ახალი ამბები
მეტალურგიულ ქარხანაში დაშავებული მუშების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
FaceBook
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში დაშავებული მუშების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
კლინიკა  "უნიქალ მედიში'',  სადაც დაშავებულები მკურნალობას გადიან განმარტავენ, რომ მუშებს რეაბილიტაციისთვის რამდენიმე დღე კიდევ დასჭირდებათ.

"მათი მდგომარეობა სტაბილურია, სპაზმური ხველა აქვთ. შესაბამისად,  რამდენიმე დღე კიდევ უნდა დარჩნენ''
, - განმარტავენ კლინიკაში.

მეტალურგიულ ქარხანაში, გუშინ 24 თებერვალს ამიაკმა გაჟონა და ხუთი მუშა დაშავდა.

ქარხნის კორპორატიულ საქმეთა მენეჯერი ნათია სულაკაძის თქმით, ბალონის გაჭრის დროს მოხდა ამიაკის გაჟონვა.

მეტალურგიულმა ქარხანა "ამბიკონ სტილს"-მა მუშაობა 2019 წლის იანვარში, ქუთაისის ავანგარდის დასახლებაში არსებულ შპს "ევრაზიან სტილს"-ის კუთვნილ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე დაიწყო, რომელიც ბოლო 6 წლის განმავლობაში უფუნქციოდ იყო მიტოვებული.

ამავე თემაზე:

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ამიაკმა გაჟონა - მოწამლულია 5 მუშა
Print