ახალი ამბები
"დაიკაპიწეთ ხელები და მორთეთ თქვენი ქალაქი - ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსი
FaceBook
"ახალ წელს, აუცილებელი არ არის ვინმეს ელოდოთ. დროს ნუ დაკარგავთ ამ "არაფრის მაქნისი მერიის" შემყურე"


ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსი საახალწლოდ ქუთაისის მორთულობის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. სამსახურის უფროსი წერს, რომ ვისაც საახალწლოდ მორთული ქალაქი არ მოსწონს, თავად დაიკაპიწოს ხელები და მორთოს ქალაქი ისევე, როგორც საკუთარი სახლი:

"ორი დღეა ვკითხულობ დამცინავ პოსტებს და კომენტარებს წინა საახალწლო მორთულობასთან დაკავშირებით. თუ ესე შეგტკივათ გული ქალაქის იერსახეზე და გინდათ ლამაზ გარემოში შეხვდეთ ახალ წელს, აუცილებელი არ არის ვინმეს ელოდოთ. დროს ნუ დაკარგავთ ამ "არაფრის მაქნისი მერიის" შემყურე. გაილამაზეთ ცხოვრება. დაიკაპიწეთ ხელები და მორთეთ თქვენი ქალაქი ისევე როგორც საკუთარ სახლს ალამაზებთ.
თუ დამხმარე ხელი დაგჭირდეთ, ჩვენ აქ ვართ, .ფიზიკურად შრომა ნამდვილად შეგვიძლია ჩვენი ქალაქისთვის..." - წერს მირანდა კუპრავა სოციალურ ქსელში. 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისში საახალწლოდ დამონტაჟებული გრილიანდების უმეტესობა დაზინებულია.

ნაძვის ხეებისა და საახალწლო გრილიანდების მონტაჟს შპს "აღმდგენი" ახორციელებს.

ქუთაისის მერიამ შპს "აღმდგენს" საახალწლო მორთულობის მონტაჟისა და დემონტაჟისთვის 78 ათას ლარი უნდა გადაუხადოს.
საახალწლო მორთულობების მონტაჟი 22 დეკემბერს დასრულდება.


საახალწლოდ მორთული ქუთაისი (ფოტო)
Print