ახალი ამბები
ხარაგაულში უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს
FaceBook
საქართველოს მუნიციპალიტეტებში, უკრაინის მხარდამჭერი სოლიდარობის აქციები დაიწყო.

ერთ-ერთ პირველი ქალაქი, სადაც უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს, ხარაგაულია. ადგილობრივები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და მეზობელი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.

"ყველა ქვეყანას აქვს უფლება ჰქონდეს თავისი არჩევანი. სოლიდარობა უკრაინას"
, - ამბობენ ადგილობრივები.

უკრაინის მხარდამჭერი აქცია დღეს ქუთაისშიც დაიგეგმა.

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას უკრაინაში შეიჭრა. რუსმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში ორი დასახლებული პუნქტი დაიკავეს. მასობრივი თავდასხმა დაიწყო კიევზე.
Print