ახალი ამბები
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ამიაკმა გაჟონა - მოწამლულია 5 მუშა
FaceBook
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ამიაკმა გაჟონა და მუშები მოიწამლნენ.
დაშავებული 5 მუშა  კლინიკაში უკვე გადაიყვანეს. 

"მეტალურგიულ ქარხანაში არის ნედლეული ჯართი და ბალონები არის ხოლმე შერეული. მოხდა ბალონის გაჭრა მჭრელის მიერ. რა თქმა უნდა, გაჟონა ამიაკმა მცირე რაოდენობით. ხუთი თანამშრომელია მოწამლული ოღონდ მსუბუქად.  ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობა არის დამაკმაყოფილებელი, ისინი შესაბამის მკურნალობას უკვე გადიან", - ამბობს ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის კორპორატიულ საქმეთა მენეჯერი ნათია სულაკაძე. 


​მეტალურგიულმა ქარხანა „ამბიკონ სტილს“-მა მუშაობა 2019 წლის იანვარში, ქუთაისის ავანგარდის დასახლებაში არსებულ შპს „ევრაზიან სტილს“-ის კუთვნილ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე დაიწყო, რომელიც ბოლო 6 წლის განმავლობაში უფუნქციოდ იყო მიტოვებული.




Print