ახალი ამბები
ვანში ავტოავარიის შედეგად სამხარეო პოლიციის თანამშრომელი გარდაიცვალა
FaceBook
ვანში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. ერთ-ერთი მათგანი პოლიციის თანამშრომელია.
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით დაღუპული ზვიად შარაშენიძე სამხარეო პოლიციის თანამშრომელი იყო.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-ვანის გზატკეცილზე გუშინ ღამით მოხდა, რაც ავტომანქანის სავალის ნაწილიდან გადასვლამ გამოიწვია.

შემთხვევის შედეგად დაშავებულია ასევე ორი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.



Print