ახალი ამბები
ბალახვნის ას საფეხურიანი კიბის სარეკონსტრუქციო სამუშაოები განახლდა
FaceBook
ქუთაისში, ბალახვნის ცნობილი კიბეების რეკონსტრუქციის შეჩერებული პროცესი განახლდა, თუმცა, სამუშაოების დასრულება დათქმულ ვადაში მაინც ვერ მოესწრება.

ამას აღიარებს შემსრულებელი კომპანიაც და მერიაც.

მიუხედავად იმისა, რომ კიბეების რეკონსტრუქციის ხუთთვიანი ვადიდან მხოლოდ ერთი თვეა დარჩენილი, ადგილზე სამუშაოების დიდი ნაწილი ჯერ ისევ შეუსრულებელია. კომპანია "ბრიტანია ქონსთრაქშენის" წარმომადგენელი დავით კაპანაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობს, რომ ობიექტზე შეფერხება იყო და დამატებითი სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო.

ბალახვნის ას საფეხურიანი კიბის რეკონსტრუქცია ის დაპირებაა, რომელიც ქუთაისის მერიამ 2018 წელს გასცა. წლების განმავლობაში იცვლებოდა პროექტიც და სამუშაოებისთვის საჭირო თანხის რაოდენობაც.

საბოლოოდ, მერიას დაპირების შესასრულებლად ბიუჯეტში ფული არ აღმოაჩნდა და სამუშაოების დაფინანსება ევროკავშირს სთხოვა. ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, კიბეების რეკონსტრუქცია 673 821 ლარით დაფინანსდა.



ას საფეხურიანი კიბის რეკონსტრუქციას მერია გრანტის ფარგლებში გეგმავს

ბალახვნის კიბის რეაბილიტაციისთვის ერთი მილიონი ლარი დაიხარჯება

ასსაფეხურიანი კიბეების პროექტირების ტენდერი მეორედ ჩაიშალა

როგორი უნდა ყოფილიყო და როგორი იქნება ბალახვნის ას საფეხურიანი კიბე: ნახეთ აქ

ქუთაისში შადრევნების რეაბილიტაციის პროექტისთვის ტენდერი გამოცხადდა
Print