ახალი ამბები
1-ლი მარტიდან საქართველოში კოვიდსასტუმროები უქმდება
FaceBook
დღეიდან, 22 თებერვლიდან კოვისასტუმროებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

"1-ელი მარტიდან უქმდება საკარანტინო სივრცეები, ე.წ. კოვიდსასტუმროები, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება"
, - განაცხადა ღიბრაძემ.

ქუთაისში ამდროისთვის 6 კოვიდსასტუმრო ფუქნციონირებს. 

საკოორდიაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდსასტუმროები 2020 წლის ზაფხულში ამოქმედდა.
Print