პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას იწყებს
FaceBook
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას იწყებს. როგორც სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა, მისი შიმშილობა იქნება რეაქცია მის მიმართ რეჟიმის მოპყრობაზე.

„ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას, შიმშილობა არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს. ნახოს ყველამ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული “, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკშვილმა პროტესტის ნიშნად, მისი  დაკავებიდან 50 დღის განმავლობაში  იშიმშილა.  ის  გარკვეული პერიოდი მედიკამენტებსაც არ იღებდა. თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო  და ექიმიების მოთხოვნით  მან  პროტესტის ამ ფორმაზე უარი თქვა. 

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. 

ყოფილ პრეზიდენტს  საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. ასევე, იგი  მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მას განაჩენი გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე.

თავად, ბრალდებას არ აღიარებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. 

Print