ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში კვირის განმავლობაში
FaceBook
მთელი კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში და მათ შორის იმერეთის რეგიონში, არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების თქმით, კვირის განმავლობაში უმეტესად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

ორშაბათს, 21 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა 6-8 0 იქნება.

22-23 თებერვალს, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს 12-14 0-მდე, თუმცა გაძლიერდება დასავლეთის მქროლავი ქარი.

24 თებერვალს, სინოპტიკების ვარაუდით 20-მდე დათბება და დღის განმავლობაში უმეტესად მზიანი ამინდი იქნება.

25-26 თებერვალს უმეტესად წვიმიან ამინდს ვარაუდობენ.

კვირის ბოლოს, ჰაერის ტემპერატურა 10 0-მდე დათბება.


Print