ახალი ამბები
UNICEF - საქართველოში ყოველ მეხუთე ბავშვს რკინის დეფიციტი აქვს
FaceBook
მსოფლიოში რკინის დეფიციტი 2 ბილიონ ადამიანშია გამოვლენილი.


გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევების მიხედვით საქართველოში ყოველ მეოთხე ორსულს და ყოველ მეხუთე ბავშვს რკინის დეფიციტი აღენიშნება. მსოფლიოში კი რკინის დეფიციტი 2 ბილიონ ადამიანშია გამოვლენილი.

ბავშვებში რკინის და ფოლიუმის მჟავს ნაკლებობა მთელ რიგ უარყოფით შედეგებს იწვევს. პედიატრები განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებენ მეხსიერების, ყურადღების დეფიციტის, მეტყველების, ლოგიკური აზეროვნებისა და ზრდის პრობლემებზე, რომლებიც ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად ვლინდებიან.

"სიცოცხლის პირველ წლებში მნიშვნელოვანია სწორი კვება, ხოლო კრიტიკულად აუცილებელია ფოლიუმის მჟავას მიღება ორსულობის პირველ ტრიმესტრიში," - აღნიშნავს იაშვილის კლინიკის პედიატრი, მაია ხერხეულიძე.

ორგანიზმისთვის ფოლიუმისა და რკინის მნიშვნელობაზე გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადენლობაში ანიმაციური ვიდეორგოლი მოამზადეს, რომელსაც ქუთაისიპოსტი წარმოგიდგენთ: 

იხილეთ ვიდეო
Print