ახალი ამბები
"მოქალაქეებმა" ქუთაისში პარტიული ოფისი გახსნეს
FaceBook
პარტია "მოქალაქეებმა" ქუთაისში ოფისი გახსნეს.

ქუთაისი პირველი ქალაქია თბილისის შემდეგ, სადაც "მოქალაქეებს" წარმომადგენლობა ეყოლება. ოფისს ქუთაისის საკრებულოს წევრობის ყოფილი კანდიდატი გიორგი ონიანი უხელმძღვანელებს.

ონიანის თქმით, მისი პარტიის ლიდერების დახმარებით, იგი შეძლებს ქუთაისელების პრობლემები პარლამენტამდე მიიტანოს.

"ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში გვყავს, ამიტომაც ჩვენ დიდი ძალა ვართ და მაქსიმალურად შევეცდებით გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ პოლიტიკური ამინდი შევცვალოთ ამ ქალაქში. დავინტერესდები და გავეცნობი ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობას და აქტიურად ჩავერთვები პროცესებში", - განაცხადა გიორგი ონიანმა.

პარტიული ოფისის გახსნას პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, ასევე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი ესწრებოდნენ.
Print