ახალი ამბები
მკვლევართა საარქივო ფონდებზე წვდომა იზღუდება
FaceBook
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით, მკვლევართა საარქივო ფონდებზე წვდომა კიდევ უფრო იზღუდება.

ბრძანების მიხედვით,
კვლევითი საქმიანობით დაინტერესებული პირი სამუზეუმო ფონდში მხოლოდ დირექტორატის გადაწყვეტილებით დაიშვება, რაზეც სამინისტროსაც უნდა ეცნობოს.

,,კუალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის'' განმარტავს
, რომ სამუზეუმო ფონდში მოქალაქეთა საქმიანობა კონსტიტუციით და კანონმდებლობითაა დაცული. ისინი მიიჩნევენ, რომ ბოლო წლებში საარქივო და ახლა უკვე სამუზეუმო ფონდში სახელმწიფოს გადადგმული ნაბიჯები დამატებით, რუტინულ და საბჭოური ტიპის ცენტრალიზებულ მექანიზმებს ქმნის. მათი განმარტებით, ეს მოქალაქეებს წყაროებით მაქსიმალურად სწრაფად და სრულფასოვნად სარგებლობაში უშლის ხელს.

"მაგალითად, იუსტიციის სამინისტრო მესამე წელია გადაჭრით ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ არქივში (რომელიც სამინისტროს სსიპ-ია) არქივებზე წვდომის ხელოვნურად შეზღუდვის შემსუბუქებას. სამუზეუმო და საარქივო კვლევა არის საკვანძო იმისათვის, რომ ისტორიულ დეზინფორმაციას მტკიცებულებაზე დაყრდნობით ვებრძოლოთ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კოალიციაში აცხადებენ, რომ ერთგვარი ვეტოს ანალოგიური შემზღუდავი მექანიზმების ამოქმედებას გმობენ და სამინისტროს მოუწოდებენ:

არქივები სრულად საჯაროდ ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახდეს, რათა მედიასაშუალებებმა, დოკუმენტალისტებმა, კინემატოგრაფებმა, მეცნიერებმა და დაინტერესებულმა მოქალაქეებმა შეძლონ ეფექტიანი გამოყენება;

თავი შეიკავონ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე დამატებითი ბარიერების დაწესებისგან, რადგან ეს ეწინააღმდეგება მმართველობის დემოკრატიულ ღირებულებებს და აფერხებს/ანელებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გავრცელების შესაძლებლობას;

უფრო მეტად განიმარტოს, თუ რა მიზანს ემსახურება ეს ბრძანება.



საარქივო ფონდებზე მკვლევართა დაშვებასთან დაკავშირებით ცვლილება 2022 წლის 1 თებერვალს შევიდა ძალაში.


Print