ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსით ინფიცირებული 385 მძიმე პაციენტია
FaceBook
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში 1 256 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 287 იმყოფება.


იმერეთში მკურნალობას 385 მძიმე პაციენტი გადის, მათგან 26 ჟანგბადდამოკიდებულია. თბილისში მძიმე პაციენტია 474, აჭარაში - 139.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის კიდევ 13 288 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 21 183 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 51 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 539 493 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 369 764, გარდაიცვალა 15 822 პაციენტი.

Print