ახალი ამბები
სკოლებში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა იკლო
FaceBook
საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში, ბოლო კვირის განმავლობაში, ვირუსი მასწავლებელთა 4,3%-ს, ხოლო მოსწავლეების 1,5%-ს დაუდასტურდა. 


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან, ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე 314 სკოლა იმყოფება, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით 2-ჯერ არის შემცირებული. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი კი რისკის ჯგუფის 132-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეული ფორმატით მიმდინარეობს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%, მათ შორის 97% სრულად ვაქცინირებულია.
Print