ახალი ამბები
კორონავირუსის 19 თებერვლის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 13 288 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 21 183 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 51 პაციენტი.


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 539 493 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 369 764, გარდაიცვალა 15 822 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 6 242 შემთხვევა, აჭარა - 843, იმერეთი - 1 887, ქვემო ქართლი - 656, შიდა ქართლი - 799, გურია - 476, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 937, კახეთი - 803, მცხეთა-მთიანეთი - 341, სამცხე-ჯავახეთი - 213, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 91.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.

ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
Print