ახალი ამბები
გოგი წულაია საფრანგეთში იმყოფება და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს
FaceBook
პარტია  "ახალი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის"  თავმჯოდმარე გოგი წულაია პოლიტიკურ თავშესაფარს სტრასბურგში ითხოვს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თანაპარტიელის თქმით, წულაიამ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო.

,,ვერ გეტყვით რატომ აპირებს , მე არ მაქვს ეს ინფორმაცია, თავშესაფარს რომ ითხოვს ეს ვიცი'',-
ამბობს გოგი წულაიას თანაპარტიელი.

თანაპარტიელის თქმით, წულაია ახლა საფრანგეთში  სამკურნალოდ იმყოფება.

ოპოზიციონერ დეპუტატს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ის  გასულ წელს ქალთან მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების გამო დააკავეს. საქმეზე გამოძიება 138-ე მუხლით მიმდინარეობდა. გოგი წულაია აღნიშნულ საქმეზე 4 თვე  პატიმრობაშიც იმყოფებოდა. იგი 6 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. რამდენიმე თვის წინ კი, მასზე 6 თვიანი შემაკავებელი ორდერიც გამოიცა. 




Print