ახალი ამბები
ოკაცეს ჩანჩქერი ვიზიტორებისთვის დროებით დაიხურა
FaceBook
ოკაცეს ჩანჩქერი ვიზიტორებისთვის დროებით დახურა.
ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

უწყებაში არ აკონკრეტებენ რა პერიოდით მოხდა ოკაცეს ჩანჩქერის დახურვა. მათი განმარტებით, ადგილზე მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი.

"ამ ეტაპზე, გეოლოგიური პროცესების, მათ შორის, ქვათაცვენის შესასწავლად ხორციელდება გეგმიური მონიტორინგი, რის გამოც, ტერიტორია გარკვეული დროით დაკეტილია", - განმარტავენ სააგენტოში.

2021 წელს, პანდემიის ფონზე, ოკაცეს ჩანჩქერზე 17 247 ვიზიტორი იმყოფებოდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტომ, ვიზიტორების მიღება 2021 წლის 26 მაისს აღადგინა და 6 თვეში 600 000-მდე ვიზიტორს უმასპინძლა (ტურისტულად რეკორდულ 2019 წელს დაცული ტერიტორიები 1 200 000 ვიზიტორმა მოინახულა).


ფოტო: nationalparks
Print