ახალი ამბები
"ნაცნობი-უცნობი ქუთაისი"- რას ისტორია უკავშირდება ქუთაისის მუზეუმის შენობას ?
FaceBook

1927 წელს ბინა დაიდო სახელმწიფო ბანკის ქუთაისის განყოფილებამ. 1992 წლიდან შენობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ქუთაისის ფილიალი იყო.


რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ?
რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ "ქუთაისიპოსტ"-ის რუბრიკაში "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი".


რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, "ქუთაისიპოსტ"-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ. ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია. თვეში ორჯერ (შაბათს) – www.kutaisipost.ge- ზე ადევნეთ თვალი რუბრიკას – "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი"
რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლდათ: რა ისტორია უკავშირდება ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შენობას? ნახეთ ვიდეო:

###

1879 წლის 16 ნოემბერს რუსეთის იმპერიის ფინანსთა მინისტრმა დაამტკიცა ქუთაისის საკრედიტო საზოგადოების წესდება, რომლის საფუძველზეც 1880 წელს ქუთაისში ფუნქციონირება დაიწყო ურთიერთნდობის ბანკმა, რომლის დამუძნებლები  15 წევრით იყვნენ წარმოდგენილნი.

"ბანკი თავდაპირველად განთავსებული იყო გაბრიელ ანდრონიკაშვილის სახლში. თუმცა, მას შემდეგ რაც ბანკის მუშაობა თვალსაჩინო გახდა, გამგეობამ გადაწყვიტა აეგო ბანკისთვის საკუთარი შენობა. რის გამოც, პუშკინისა და ბალახვნის ქუჩის (წერეთლის ქუჩა) კუთხეში შეიძინეს მედიცინის დოქტორის ვილჰელმ სტრუვეს მამული. 1894-1896 წლებში ინჟინერ სახაროვის პროექტით ააგეს ბანკის შენობა", - ვკითულობთ ზურავ ჯავახაძის საავტორო წიგნში "ქუთაისო ჩემო დედავ".

ამავე წიგნის მიხედვით, 1904 წელს ეს შენობა საკრედიტო საზოგადოებამ თავის კუთვნილ სხვა უძრავ ქონებასთან ერთდ გირაოდ ჩადო მიხეილის სახელობის ქუთაისის საადგილმამულო - სათავადაზნაურო ბანკში.  1921 წელს გასაბჭოების შემდეგ , მასში განთავსებულ იქნა ქუთაისის გუბერნის მილიცია, შემდეგ სხვა დაწესებულებები. ხოლო 1927 წელს შონაბაში ბინა დაიდო სახელმწიფო ბანკის ქუთაისის განყოფილებამ. 1992 წლიდან შენობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ქუთაისის ფილიალი იყო. 2011 წელს კი შენობაში ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი განთავსდა.
Print