ახალი ამბები
ქუთაისის მერია გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვებას აიძულებს
FaceBook
ქუთაისში გარემოვაჭრეებს, რომლებიც ყვავილებს ყიდიან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ.


ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მერიის წარმომადგენლები პოლიციასთან ერთად მივიდნენ და გარემოვაჭრეებს მაგიდების დაშლა მოსთხოვეს. სიტყვიერი დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

ყვავილების გამყიდველები ამბობენ, რომ ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და ტერიტორიას არ დატოვებენ.

"პური ვერ მივიტანე გუშინ სახლში, ორ კაპიკს ძლივს ვაკეთებთ და ამასაც არ გვაცლიან. რა დავაშავეთ ამ გაჭირვებულმა ხალხმა? არ ვაპირებთ აქედან წასვლას, მოვიდნენ და წაგვიყვანონ ძალით",
- ამბობს გარემოვაჭრე ქეთევან ბანძელაძე.

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ეკა გრიგოლაშვილი ამბობს, რომ გარევაჭრობა უკანონოა და პროცესის მონიტორინგი გაგრძელდება.

"ორი თვეა დავდივართ და ვაფრთხილებთ, წერილობითაც, სიტყვიერადაც, მაგრამ ამ ადამიანებს არ ესმით, რომ ეს არის უკანო და საჭიროა ნებართვა. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ პროცესის ზედამხედველობას",- ამბობს ეკა გრიგოლაშვილი.

გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ბაზარში შესვლის შემთხვევაში მაღალი გადასახადის გადახდა უწევთ, რისი საშუალებაც არ აქვთ. ამ მიზეზით, მათი თქმით, ქუჩაში მუშაობა ოჯახების რჩენის ერთადერთი გზაა.

ქუთაისის მერიამ გარევაჭრობის აკრძალვა 2018 წელსაც სცადა, თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჭავჭავაძის გამზირზე გარემოვაჭრეებმა მუშაობა ისევ დაიწყეს.


ამავე თემაზე:


ქუთაისის მერიამ ღამით ჭავჭავაძის გამზირზე გარემოვაჭრეების დახლები აიღო (ფოტო)

21 აპრილიდან ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება

გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიაშ


ქუთაისის მერისა და გარემოვაჭრეების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ადგილები ქუთაისში, სადაც გარევაჭრობა უკვე აკრძალეს (ფოტო)

1 მარტიდან ქუთაისში გარევაჭრობა აიკრძალება


Print