ახალი ამბები
გარემოს დაცვის სამინისტრომ იმერეთში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინა
FaceBook
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 6 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.

დანადგარის კანონსაწინააღმდეგოდ ფლობის ერთი ფაქტი გამოვლინდა იმერეთში, წყალტუბოსა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში კი, მოქალაქეებს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა არარეგისტრირებული სახერხი იპოვეს კახეთში, შიდა ქართლში, სამეგრელოსა და თბილისში.

ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს ახმეტის მუნიციპალიტეტშიც, მოქალაქის საკარმიდამო ეზოში. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო წიფლის სახეობის 19 ერთეული მორი და 1 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ლენტური ტიპის სახერხი საამქრო მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი. ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო თხმელას (მურყანი) სახეობის 80 ერთეული მორი და 0,46 კუბური ფიცარი. ლენტური ტიპის უკანონო სახერხი დანადგარი ჰქონდა განთავსებული მოქალაქეს ქარელის მუნიციპალიტეტსა და თბილისში, სოფელ გლდანში.

ვინაიდან ექვსივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
Print