ახალი ამბები
რა ინფორმაცია მიაწოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურმა "ქუთაისიპოსტს" თეთრი ხიდის სასამართლო დავაზე
FaceBook
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ქეთი ლაცაბიძე "ქუთაისიპოსტს" ქუთაისის მერიასა და კომპანია "ალმა -რუს საქართვლოს" შორის არსებულ სასამართლო დავაზე არაზუსტი ინფორმაცია მიაწოდა.
მაშ შემდეგ, რაც სააგენტო დაინტერესდა რა ეტაპზე იყოს მხარეებს შორის 2018 წელს დაწყებული სამართალწარმოება ქეთი ლაცაბიძემ გვითხრა, რომ აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი 2019 წლის იანვარში შეწყდა.



იუსტიცის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის წარმომადგენლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდობით "ქუთაისიპოსტმა"  მოამზადა მასალა სათურით - ქუთაისის მერია შეწყვეტილ საქმეზე სასამართლო პროცესს ელოდება, რომელიც 15 თებერვალს გამოქვეყნდა. 

მოგვიანებით, ქეთი ლაცაბიძე თავად დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ მიერ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არაზუსტი იყო. სინამდვილეში  ხიდის რეკონსტრუქციის საქმეზე დაწყებული დავა ახლაც მიმდინარეობს.

საქმე  ეხება, ქუთაისის მერიასა და ხუთი წლის წინ თეთრი ხიდის რეკონსტრუქციის შემსრულებელ კომპანია "ალმა-რუს საქართველოს"  შორის არსებულ დავას.

მერიამ  სამუშაოების  შემსრულებელი კომპანია  დაკისრებული ვალდებულების ხარვეზებით შესრულების  და ვადის პირობების დარღვევის  გამო 185 307 ლარით  დააჯარიმა, ხოლო მას შემდეგ, რაც კომპანიამ ეს თანხა  არ გადაიხადა, კომპანიას სასამართლოში უჩივლა.

ქუთაისის  მერიამ თეთრი ხიდის რეკონსტრუქციაზე სახელმწიფო შესყიდვა (NAT180005534) 2018 წლის აპრილში გამოაცხადა.  სამუშაოებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობა 444 966 ლარს იხდიდა.

სამუშაოებით ერთადერთი კომპანია "ალმა-რუს საქართველო" დაინტერესდა, რომელმაც  თავდაპირველად 435 997 ლარი მოითხოვა. ხელშეკრულებაც ამავე თანხაზე გაფორმდა, თუმცა, მალვე, დოკუმენტში ცვლილება შევიდა, სადაც კომპანიამ მერიას იმ თანხაზე მეტი მოსთხოვა, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო განსაზღვრული.

სახელმწიფო შესყიდვის გვერდზე ატვრითული დოკუმენტაციის შესაბამისად, კომპანიის ინიციატივით შესულ რიგით მეოთხე ცვლილების მიხედვით, მერიას  "ალმა-რუს საქართველომ"  464 181 ლარი მოსთხოვა.

დოკუმენტების მიხედვით, მერიას კომპანიისათვის შესრულებული სამუშაოების ღირებულის  68%,  ანუ, ხელშეკრულებით განსაზღვრული  464 181 ლარიდან  315 392 ლარი აქვს გადახდილი. გამოდის, რომ მერიამ ეს თანხა ბიუჯეტიდან ცუდად შესრულებულ სამუშაოებში გადაიხადა.

2018 წელს, ხიდი გახსნიდან სამ დღეში დაზიანდა, რის გამოც, რამდენჯერმე მოხდა რკინის ფილის და მინის საფარის გამაგრება/გამოცვლა.
Print