ახალი ამბები
ისევ ნერვები უნდა აგვიშალონ?- დეპუტატის შეკითხვა ქუთაისის მერს
FaceBook
2016 წელს ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჯამური ღირებულება 32 მილონ 538 459.87 ლარს შეადგენს.



"საინეტერესოა რას ვაპირებთ მომავალი წლისთვის, ისევ ნერვები უნდა აგვიშალოს ტენდერში გამარჯვებულმა კომპნიებმა? ყველამ იცით თუ როგორ გაგვაწვალეს ყაზბეგის და გელათის ქუჩის რეაბილიტაციის დროს", - ამ შეკითხით ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა, ზაზა ლომინაძემ ქალაქის მერს შოთა მურღულიას, საკრებულოს სხდომაზე მიმართა.
დეპუტატის თქმით, მომავალი წლის სარეაბილტაციო სამუშაოებზე ისეთი კომპანიები უნდა შეირჩნენ, რომლებიც აღებულ პასუხისმგებლობას კარგად შეასრულებენ.

განაწყენებულ დეპუტატს ქალაქის მერმა განუმარტა, რომ ისინი შესყიდვების კანონს ვერ შეცვლიან. თუმცა, დაუდასტურა, რომ სამშენებლო სამუშაოებია შესრულების დროს კომპანიების მხრიდან  გარკვეული ხარვეზები იყო.

"ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, შავ სიაში არსებულ კომპანიებს ხელშეკრულება არ გავუფორმოთ. სხვაგვარად ჩვენ ვერ შევცვლით შესყიდვების კანონს", - განმარტა ქალაქის მერმა.

დეპუტატი ზაზა ლომინაზე ტენდერებით და ამ გზით გამარჯვებული კომანიებით მას შემდეგ დაინტერსედა, რაც, 18 დეკემბერს საკრებულოს სხდომაზე მომავლ წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გეგმა დაამტკიცეს.

ქალაქის მერია 2016 წელს  132 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოს განხორციელებას გეგმავს, რომლის ჯამური ღირებულება 32 მილონ 538 459.87 ლარს შეადგენს.

Print