ახალი ამბები
პოლიციამ ქუთაისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
FaceBook
შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული დ.ს. დააკავა.

ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე ქუთაისში აიყვანეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი, სხვადასხვა დროს, რამდენიმე მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - ჯამში დაახლოებით 50 000 ლარს თაღლითურად დაეუფლა.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით თაღლითობას გულისხმობს.
Print