ახალი ამბები
დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელებს აირჩევენ
FaceBook
პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელებს აირჩევს.
კენჭსაყრელ საკითხებს შორის უკვე დამატებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურების არჩევის საკითხი.

აღნიშნულ თანამდებობაზე პრემიერ მინისტრმა პარლამენტს ლელა ჯანაშვილისა და თამარ ალფაიძის კანდიდატურები შესთავაზა, რომელთაგან ადამიანის უფლებათა კომიტეტის მხარდაჭერა ჯანიაშვილმა მიიღო.

ამასთან, კომიტეტმა პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა საკითხის განხილვის გარეშე მოითხოვა, რასაც პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა.

ხვალინდელ პლენარულ სხდომას ასევე დაემატება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის საკითხი. აღნიშნულ პოსტზე ასარჩევად წარდგენილი არიან ემზარ გაგნიძე და კოკა (კარლო) კაციტაძე და მათგან ერთ-ერთის არჩევა, სავარაუდოდ, პირდაპირ კენჭისყრით, პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის გარეშე მოხდება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად შეიქმნა.

ახალი სამსახურების ხელმძღვანელებს პარლამენტი ხმათა უმრავლესობით, 6 წლის ვადით აირჩევს.




Print