ახალი ამბები
ქუთაისში ფოტო-კინო-მატეანეს ხელმძღვანელის ბარელიეფი დამზადდება
FaceBook
ქუთაისის მერია ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმის ხელმძღვანელის, რამაზ მორჩაძის, თითბერიდან ჩამოსხმული ნატურალური ზომის ბარელიეფის დამზადება-მონტაჟზე ელექტრონულ ტენდერს აცხადებს.

Შესყიდვის ღირებულება 3 771 ლარს შეადგენს.

სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 15 კალენდარულ დღეა.

ბარელიეფი ნიუპორტის ქ. N7 -ში, ანუ სადაც ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმი მდებარეობს, იქ განთავსდება.

რამაზ მორჩაძე 1993 წლიდან 2021 წლამდე  ქუთაისის დ. მხეიძის სახ. ფოტო-კინო მემატიანეს მუზეუმის უცვლელი ხელმძღვანელი იყო. მისი თაოსნობით ქუთაისში წლების განმავლობაში ეწყობოდა გამოფენები, რომლებიც ქალაქისა და ქვეყნის ისტორიას ასახავდა. მისივე ინიციატივით , მოძიებული იყო უამრავი , მანამდე უცნობი ფოტოკადრი, რომელიც დღეს მუზეუმშია დაცული.

რამაზ მორჩაძე 2021 წელს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Print