ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-17 თებერვალს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე თოვლი დაფიქსირდეს.
„14-17 თებერვალს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +8, +13, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +4, +9 გრადუსი იქნება. 14 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

თბილისში 14-16 თებერვალს შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი“,-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print