ახალი ამბები
ვანი-სულორის გზაზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, ალეტრნატიული გზის მოწყობა მიმდინარეობს
FaceBook
ვანი-სულორის საავტომობილო გზაზე, სადავ გუსინ მეწყერმა დააზიანა ალტერნატიული გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გრუნტის მოჭრა და გატანა, დროებითი გზის მოსაწყობად.

"ვანი-სულორის მიმართულებით გადაადგილება აკრძალულია, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია მუნიციპალიტეტის ცენტრს დაუკავშირდეს შემოვლითი გზებით. კერძოდ: სულორის მოსახლეობას გადაადგილება შეუძლია გადიდი-ზედავანის დამაკავშირებელი შემოვლითი გზით, ძულუხის მოსახლეობას კი რომანეთი-საპრასიის დამაკავშირებელი შემოვლითი გზით", - განმარტავენ ვანის მუნიციპალიტეტში. 

13 თებრვალს გამთენიისას, სულორი-ვანის საავტომობილო გზის მე-7 , მე-8 კილომეტრზე გზა დაიმეწყრა და ჩაინგრა, თუმცა,  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
Print