ახალი ამბები
ვანი-სულორის საავტომობილო გზა მეწყერმა დააზიანა
FaceBook
დღეს, გამთენიისას, ვანი-სულორის საავტომობილო  გზა დაიმეწყრა და ჩაინგრა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

"ვანი-სულორის მიმართულებით გადაადგილება აკრძალულია, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია მუნიციპალიტეტის ცენტრს დაუკავშირდეს შემოვლითი გზებით. კერძოდ: სულორის მოსახლეობას გადაადგილება შეუძლია გადიდი-ზედავანის დამაკავშირებელი შემოვლითი გზით, ძულუხის მოსახლეობას კი რომანეთი-საპრასიის დამაკავშირებელი შემოვლითი გზით", - განმარტავენ  ვანის მუნიციპალიტეტში. 

მათივე განმარტებით, აღნიშნულ მონაკვეთზე ხვალ დილიდან დაიწყება დროებითი, ალტერნატიული გზის მოწყობა , რათა არ შეფერხდეს საავტომობილო მიმოსვლა,  დამეწყრილი გზის სრულად აღდგენამდე.

ამის გარდა, შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან სტიქიის განვითარების მიზეზებს და ამის შემდეგ დაიწყება ვანი-სულორის დამაკავშირებელი საატომობილო გზის რეაბილიტაცია.
Print