ახალი ამბები
უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა
FaceBook
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზ აამოქმედა.

საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ შემდეგ ნომრებზე დარეკონ:

+380 (63) 376 77 68
+380 (93) 761 17 17

"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს კავშირზე დარჩნენ საქართველოს საელჩოსთან, როგორც ოპერატიული ინფორმაციის მიღების, ისე მოქალაქეების მხრიდან უკრაინის ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილების შემთხვევაში ლოჯისტიკური და საინფორმაციო მხარდაჭერისთვის", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების განმარტებით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივ რეჟიმში კონტაქტზე არიან ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მოუწოდებენ მათ გაითვალისწინონ შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო.
Print