ახალი ამბები
ქუთაისში, სატრანსპორტო გაჩერებებზე საინფორმაციო ტაბლოების მოწყობა იგეგმება
FaceBook
ქუთაისის მერია სატრანსპორტო გაჩერებებზე, წლების განმავლობაში დაანონსებული,  ელექტრონული ტაბლოიდების მოწყობას მიმდინარე წელს გეგმავს. 
ადგილობრივ თვითმმართველობაში  განმარტავენ, რომ გაჩერებების  საინფორმაციო ტაბლოებით აჭურვა  წელსვე უნდა დასრულდეს, რისთვისაც 1 555 595 ლარი დაიხარჯება.

ქალაქში სულ 111  საავტობუსო გაჩერებაა. 

აღსანიშნავია, რომ მერია წლებია ქალაქში გაჩერებების კეთილმოწყობას აანონსებს.

ადგილობრივ თვითმმართველობა ჯერ კიდევ 2016 წელს  გეგმავდა გაჩერებებზე ყავის აპარატის და ბანკომატების მოწყობას. 

საუბარია,  "ვისოლ ჯგუფის" შესურულებელ ვალდებულებაზე, რომელიც კომპანიას  შპს "ფერტუნა მედიას" შეძენის შემდეგ  ერგო.  შპს "ფერტუნა მედიამ" ქალაქში მოსაცდელების განთავსების და მისი კეთილმოწყობის პასუხისმგებლობა  2010 წელს აიღო. 

რაც შეეხება, მერიის  მიერ წელს დაგეგმილ ელექტროტაბლოების მოწყობას, იგი საქართველოს მთავრობის განკარგულებით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“-ის ფარგლებში ხორციელდება.
Print