ახალი ამბები
ქუთაისის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ
FaceBook
ქუთაისის მერიას კორიფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ, რის გამოც,  შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ ამ მიმართულებით საქმეზე გამოძიება დაიწყონ. 
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია აცხადებს, რომ ავტომობილი, რომელიც მერიამ ტურიზმის ცენტრისთვის შეიძინა  (2021 წელს) გაუმართავი აღმოჩნდა, 
რადგან  შუშანიას თქმითვე, ავტომანქანის რემონტზე კიდეც ცალკე თანხები დაიხარჯა. 

"ავტომანქანის გაუმართავობის შესახებ ეჭვს ამყარებს ის ფაქტი, რომ მისი შეძენის შემდეგ ააიპი ხშირად ხარჯავდა სხვა იგივე ტიპის ტრანსპორტის იჯარის თანხებს. მოვითხოვთ, სასწრაფოდ დაიწყოს ამ ფაქტზე გამოძიება, რადგან არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა ადგილი ქონდეს კორუფციულ გარიგებას რამაც ბიუჯეტის თანხების გაფლანგვა გამოიწვია. ასევე, უნდა დადგინდეს რეალურად ვის ეკუთვნოდა გაუმართავი ავტომობილი და რა ინტერესი ამოძრავებდა ქუთაისის მერიას 57 000 ლარი გადაეხადა გაუმართავ ავტომობილში", -  აცხადებს გიგა შუშანია. 

ტენდერი, რაზედაც ოპოზიციონერი დეპუტატი  საუბრობს, არა ქუთაისის მერიამ , არამედ  ტურიზმის ცენტრმა  -  ა(ა)იპ „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ გამოცხადა. 

ავტომობილი  (მერსედესი (MY303MY) 56 980 ლარად ა(ა)იპ „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ"  2021 წელს სახელმწიფო შესყიდვის გზით შეიძინა.  სატენდერო დოკუმენტაციაშივეა მითითებული, რომ შემსყიდველი  პრეტენდენტს  აღნიშნულ ფასად მეორადი ავტომანქანის შეძენას სთხოვდა.   

"მეორადი ავტომობილი შევიძინეთ, რადგან ახალს ხუთჯერ  მეტი თანხა უნდოდა.  ცხადია, ამას დასჭირდებოდა მოვლა-პატრონობა, რაც , თავის მხრივ,  ცალკე ხარჯებს ითხოვს", - ამბობს ტატო ლილუაშვილი, რომელიც მანქანის შეძენის მომენტში ორგანიზაციის  დირექტორი იყო, ახლა კი  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს  იკავებს. 

მეორადი ავტომობილის შესაკეთებლად ბიუჯეტიდან  დამატებით  6 136 ლარი დაიხარჯა. 



Print