ახალი ამბები
პარლამენტში დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს მოუსმენენ
FaceBook
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შესარჩევი კანდიდატები პარლამენტში  დღეს მივლენ.

კანდიდატებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.

„ჩვენ ვამბობდით, რომ ორი დამოუკიდებელი ინსტიტუცია შეიქმნებოდა და ეს იქნებოდა გამჭვირვალე პროცესი, საჯარო პროცესი და გამომდინარე აქედან ხელმძღვანელები ჯერ შეირჩეოდნენ და შემდეგ აირჩეოდნენ პარლამენტის მიერ საჯაროდ და გამჭვირვალედ, რაც ასეც ხდება. შემდეგ უკვე საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის თუ რომელი კანდიდატი იქნება მხარდაჭერილი ამ პოზიციაზე. ასე რომ ეს ერთი ინსტიტუციაა, რომელიც თავის ფუნქციას მაღალ დონეზე შეასრულებს“, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ლელა ჯანაშვილი და თამარ ალფაიძე წარადგინა. მოსმენის შემდეგ, საკითხი ბიუროს გადაეგზავნება, კენჭისყრა კი პარლამენტის სხდომაზე გაიმართება.

2021 წლის 30 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ორ უწყებად გაიყო. ცვლილებების შედეგად ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი უწყება: პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურები შეიქმნება.


Print