ახალი ამბები
ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს
FaceBook
მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. მას აღნიშნულ პოსტზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩაანაცვლებს.

მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, თავად პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.

"ეს სამი წელი არ იყო მარტივი. ძალიან საპასუხისმგებლო, საპატიო და რთული იყო. მაქვს სურვილი, რომ შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები. ჯერ ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა არ არის, როდესაც იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, ამას საზოგადოებას გავანდობ. დიდი მადლობა, მედიას, იმისთვის, რომ ყურადღების ცენტრში ვიყავით და სულ ფორმაში მამყოფებდით’“,
- განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას 2019 წლის 18 აპრილიდან იკავებდა, ლევან დავითაშვილს კი ამ დრომდე სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტი ეკავა. ის ამავე დროს არის ვიცე-პრემიერი, რა პოზიციასაც ინარჩუნებს.
Print