ახალი ამბები
ზესტაფონში, ავტოავარიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
FaceBook
ზესტაფონში, სოფელ სვირთან მომხდარ ავარიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ​

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა. შემთხვევას მსუბუქი ავტომობილის ხუთივე მგზავრი ემსხვერპლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.
Print
თეგები: #ავარია #შსს