ახალი ამბები
ქუთაისიდან წყალტუბოს სოფლების მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ
FaceBook
ქუთაისიდან წყალტუბოს სოფლების მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ.

დღეს დილიდან მგზავრებისთვის შეუძლებელია ქუთაისი-წყალტუბო, ქუთაისი-ტყაჩირი, ქუთაისი-მესხეთისა და ქუთაისი- გეგუთის მიმართულებით მგზავრობა.

მძღოლები საწვავის გაზრდილი ფასის ფონზე, მგზავრობის ღირებულების გაზრდას, ან გადამზიდავი კომპანიის მიერ ყოველთვიური გადასახადის შემცირებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.
Print