ახალი ამბები
გელათში განჯის კარს დაცვის პოლიცია იცავს
FaceBook
გელათის  სამონასტრო კომპლექსში განჯის კარს ოთხი დღეა დაცვის პოლიცია მეთვალყურეობს.
მონასტერში ასევე დამონტაჟებულია სათვალთავლო კამერებიც.

"არ ვიცი რატომ გახდა საჭირო, მე ვერ გეტყვის ამას",
- ამბობს  მონასტერში მოძღვაწე სასულიერო პირი. 

სამონასტრო კომპლექსის ეზოში მოწყობილია დაცვის პოლიცის ე.წ. სადგურიც. 

არსებული ინფორამციით, დაცვის თანამშრომლები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაიქირავა. 

საქართველოს კულტურის სამინისტროში, რომლის დაქვემდებარებაშია აღნიშნული სააგენტო "ქუთაისიპოსტს" განუმარტეს, რომ 

"სამონასტრო  კომპლექსს, ისევე როგორც  არაერთ მუზეუმს  არ ქონდა შესაბამისი დაცვა, რაც ეტაპობრივად გასწორა", - განმარტავენ კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. 



სამ თებერვალს, აზერბაიჯანული მედია APA.AZ-ის მიერ, აზერბაიჯანის კულტურის მინისტრ ანარ ქერიმოვზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანხმადაც, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განჯის კარის დაბრუნების საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

"ჩვენ განვიხილავთ განჯის კარის აზერბაიჯანში დაბრუნებას მოლაპარაკებების გზით. როგორც ცნობილია, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებობს მთავრობათაშორისი კომისია და აზერბაიჯანულმა მხარემ ეს საკითხი კომისიის დღის წესრიგში შეიტანა. მოლაპარაკების მიმდინარეობა არ არის მარტივი. ჩვენი მიზანია აზერბაიჯანისთვის კარიბჭის დაბრუნება",- ამბობდა ანარ ქერიმოვი ინტერვიუში.

განჯის ჭიშკრის ფრაგმენტი გელათის მონასტერში ინახება. ისტორიული ცნობების მიხედვით, ის მეთორმეტე საუკუნეში მეფე დემეტრე I-მა ჩამოხსნა განჯაში ლაშქრობისა და ქალაქის აღების შემდეგ და როგორც სამხედრო ნადავლი, გელათის მონასტერს შესწირა.

განჯის ჭიშკრის აზერბაიჯანისათვის დაბრუნების შესაძლებლობაზე აზერბაიჯანული და ქართული მედია 2012 წელსაც წერდა. მაშინ აზერბაიჯანელი მეცნიერები განიხილავდნენ შესაძლებლობას, განჯის ჭიშკრის სანაცვლოდ, აზერბაიჯანს დაეთმო დავით გარეჯის ის ნაწილი, რომელიც სამონასტრო კომპლექსის ორგანული ნაწილია, მაგრამ საქართველოსა და აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ დადგენილი საზღვრებით აზერბაიჯანის მხარეს რჩება.
Print