ახალი ამბები
იმერეთში ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკანონო ტყითსარგებლობის 330 ფაქტი გამოავლინეს
FaceBook
იმერეთში 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით ხე-ტყის უკანონო მოპოვების 38 შემთხვევა გამოვლინდა.  
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ამ პერიოდის განმავლობაში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 563 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე და საერთო ჯამში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების 330 სამართალდარღევის ფაქტი გამოვლინდა. 

ამასთან, გამოვლენილი 330 ფაქტიდან 17 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 188 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონში; იმერეთში დაფიქსირდა 38 სამართალდარღვევა, ქვემო ქართლში - 27, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 24, სამცხე-ჯავახეთში - 19, აჭარაში - 19, გურიაში - 5, შიდა ქართლში - 5, მცხეთა-მთიანეთში - 4.

რაც შეეხება დედაქალაქს, 2022 წლის 01 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლება თბილისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 ფაქტი გამოვლინეს.

აღნიშნულ პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 31 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 3 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“,- აღნიშნავენ უწყებაში.
Print