ახალი ამბები
"დავითობის“ დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებები (პროგრამა )
FaceBook
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს (ძვ. სტ. 26 იანვარს) წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.
8 თებერვალს ქუთაისში დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან  გაიმართება:

12:00 სთ. - დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგება;

14:00 სთ. - გამოფენა „ძლევაი საკვირველი“, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

15:00 სთ. - პროფესორ ელდარ თავბერიძის საჯარო ლექცია „დავით აღმაშენებელი და ქართული სახელმწიფოებრიობა“, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

16:00 სთ. - ლიტერატურული კომპოზიცია „ვერა, შენს გულზე ფეხს ვერ დავადგამ,

ვერა, შენს მკერდზე ვერ გადავივლი“, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

17:00 სთ. - დ/ფ „დავით IV - აღმაშენებელი“, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

მერიის ინფორმაციით, "დავითობისადმი" მიძღვნილი ღონისძიებები კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდება.
Print