ახალი ამბები
ზამთრის ოლიმპიური თამაშები დაიწყო - დღეს საქართველოს სახელით საბა ქუმარიტაშვილი იასპარეზებს
FaceBook
დღეიდან 20 თებერვლის ჩათვლით, პეკინში ზამთრის 24-ე ოლიმპიური თამაშები დაიწყო.


ჩინეთის დედაქალაქში 9 ქართველი სპორტსმენი 15 სახეობიდან სამში იასპარეზებს.

ქართული დელეგაციისთვის ეს ზედიზედ ზამთრის მე-8 ოლიმპიადაა, 9 მონაწილე კი ჩვენი ქვეყნისთვის რეკორდული რაოდენობაა.

ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიაზე გუშინ, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები, მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი იყვნენ.

ცნობილია სპორტსმენების გამოსვლის განრიგიც - მათ შორის, ქართველი მონაწილეების. დღეს უნდა იასპარეზოს მოციგურავე საბა ქუმარიტაშვილმა.

Print