ახალი ამბები
რა ხდება ტყიბულის შახტში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა
FaceBook
ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში, სადაც  ოთხი დღის წინ 8 ადამიანი დაშავდა, ხოლო ერთი გარდაიცვალა,  სამუშაოები არ განახლებულა. 

საუბარია, მინდელის შახტის იმ კონრეტულ უბანზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა. 

"შახტა ზოგადად მუშაობს, ოღონ ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები ჯერ არ განახლებულა", - ამბობენ კომპანია "საქ-ნახშირში". 

კომპანიაში განმარატვენ, რომ სამუშაოები მანამ  არ განახლდება,  ვიდრე  მომხდართან დაკავშირებით პირველადი დასკნა არ გახდება ცნობილი.  

უბედური შემთხვევის დღეს  "საქნახშირის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სოცკი აცხადებდა, რომ  მომხდართან დაკავშირებით დეტალები სამ დღეში გახდებოდა ცნობილი, რაზედაც პრესკონფერენციას ჩაატარებდა.

"ჩვენს ინტერესშია დადგინდეს მომხდარის ობიექტური მიზეზები. საქმეში ჩართულია საგამოძიებო ორგანოები, მათ შორის, პროკურატურა. ასევე, გამოძიებასთან ითანამშრომლებენ თავად მეშახტეებიც. სამ დღეში გვექნება პრესკონფერენცია, სადაც დეტალურად გვეცოდინება რა მოხდა", - აცხადებდა მიხეილ სოცკი.

უმცა  ოთხის შემდეგაც, მომხდართან დაკავშირებით იმაზე მეტი არაფერია ცნობილი, რაც პირველივე დღეს ითქვა და ეს ეხებოდა უსაფღთხოების ნორმების დარღევას, რაზედაც  ადგილზე მყოფმა შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. 

31 იანვარს, ტყიბულის შახტში მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა. შრომის ინსპექციის პირველადი მოკვლევით, შახტში საამფეთქებლო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა, ამასთან, მუშაობისას ტექნიკური ხელმძღვანელი ადგილზე არ იყო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ტყიბულში უბედური შემთხვევა ბოლოს გასული წლის 11 ნოემბერს მოხდა. მაშინ, ერთ-ერთ კერძო კარიერზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. 2010 წლიდან დღემდე, ტყიბულის ღია და დახურულ შახტებში სულ 36 ადამიანი დაიღუპა.

ამავე თემაზე:


ერთი გარდაცვლილი, 8 დაშავებული - აფეთქება ტყიბულის შახტში

ტყიბულის შახტში, სადაც აფეთქება მოხდა, შრომის ინსპექტორები მუშაობენ

ტყიბულში დაშავებული ერთ-ერთი მეშახტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

მინდელის შახტში, სადაც აფეთქება მოხდა, სამუშაოები დროებით შეჩერდება
Print