ახალი ამბები
22 სკოლა და 55 კლასი დისტანციურ სწავლებაზეა - კოვიდვითარება ქუთაისის სკოლებში
FaceBook
ქუთაისში, 38 საკარო სკოლიდან სრულ დისტანციურ სწავლებაზე 22 სკოლა და 52 ცალკეული კლასია გადასული.
ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელის მაია ცქიტიშვილის თქმით, საკუთარი სურვილით დისტანციურ რეჟიმზე 4 340 მოსწავლე გადავიდა. 

მისი  ინფორმაციით, მასწავლებელთა 20% ბუსტერ დოზითაა აცრილი, ხოლო 60% კი ორჯერადად ვაქცინირებულია.

საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 17 იანვარს დასრულდა.

ქუთაისში 38 საჯარო და ათი კერძო სკოლაა.





Print