ახალი ამბები
2022 წლის იანვარში საქართველოს 199 393 ტურისტი ეწვია
FaceBook
2022 წლის იანვარში საქართველოს 199 393 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული მაჩვენებლით 2019 წლის მონაცემის 38%-იანი აღდგენა მოხდა. 2021 წელთან შედარებით კი ზრდამ +471 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საერთაშორისო ტურისტებს, მათი რაოდენობა 163 615-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წლის მაჩვენებლის 53 %-ით აღდგენაა. 2021 წელთან შედარებით ზრდამ +456 პროცენტი შეადგინა.




Print