ახალი ამბები
პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე, “მინისტრის საათის“ ფორმატში ექვს მინისტრს მოუსმენს
FaceBook
პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე, “მინისტრის საათის“ ფორმატში ექვს მინისტრს მოუსმენს.
ექვსი მინისტრის მოსმენა კი საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.

პარლამენტის ბიურომ 2022 წლის “მინისტრის საათის“ განრიგი უკვე დაამტკიცა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრებს შემდეგი გეგმით მოუსმენენ:

15-18 თებერვალი - ფინანსთა მინისტრი

15-18 მარტი - შინაგან საქმეთა მინისტრი

12-15 აპრილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი

10-13 მაისი - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

24-27 მაისი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

7-10 ივნისი - თავდაცვის მინისტრი

20-23 სექტემბერი - კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი

4-7 ოქტომბერი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

18-21 ოქტომბერი - საგარეო საქმეთა მინისტრი

1-4 ნოემბერი - იუსტიციის მინისტრი

29-ნოემბერი - 2 დეკემბერი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

13-16 დეკემბერი - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი

შეგახსენებთ, რომ მინისტრი “მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტს გაწეული მუშაობის ანგარიშს წარუდგენს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
Print