ახალი ამბები
4 თებერვლიდან საქართველოში ნალექი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
FaceBook
4 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 6 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, ძლიერი ქარი.
გარემოს ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ლიპყინული, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
Print