ახალი ამბები
"ოცნება აღარიბებს'' - ქუთაისის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა
FaceBook
"გამდიდრებული მთავრობა'',  "ხელისუფლება დაგვცინის'';   "ოცნება აღარიბებს''  -  ამ  სლოგანით  "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის  წევრებმა  მოქალაქეებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართეს.  
მერიასთან შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტზე სურსათზე გაორმაგებული ფასები და ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ვითარება. 

"მთავრობა მდიდრდება ჩვენს ხარჯზე. ჩემი შვილი ემიგარციაში წლებია წასულია.  ჩვენ აქ ვინც დავრჩით საკვებს ვერ ვყიდულობთ გაორმაგებული  ფასების გამო. ეს არის "ოცნების" ხელისუფლება, რომელიც მუდმივად გვატყუებს და გვაღარიბებს",
- განმარტა აქციის მონაწილე დარეჯან ფხაკაძემ. 

"ყოველდღე სხვადასხვა ფასი აქვს პროდუქტებს, ყოველდღიური მატებაა, ხელისუფლება ამ დროს არის სირაქლემის პოზიციაში. ამ დროს კი ქალაქის მერი ეთერ-ეთერ, საკრებულოს სხდომებზე გვეწუწუნება, რომ თურმე გაორმაგებული ხელფასი, 5 500 ლარი  არ  ყოფნის. ამ დროს კი,  ხალხი  ელექტროენერგიის ტარიფს ვერ იხდის და ელემენტარულ საკვებ პროდუქტს ვერ ყიდულობს", - განაცხადა აქციაზე საკრებულოს  ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ. 

მან ასევე იმ წერილის პასუხზე, რომელიც წინა აქციის დროს იმერეთის გუბერნატორს გაუგზავნა.

"ჩვენი წერილის პასუხად, სადაც  ვწერდით, რომ რას აკეთებდა მთავრობა გაძვირებულის პროდუქების ფონზე მოსახლეობის დასახმარებლად. მოგვწერა, რომ წინა წელს  ამ დროისათვის გაძვირებულ  სურსათზე სუბსიდია იყო. რომ ქუთაისელებს თუ დენი და გაზი ჩაეჭრებათ გადაუხდელების გამო, ბედნიერებისგან უნდა გათბნენ, რადგან ხელისუფლება გასულ წლებში 2-3 თეთრით უსუფსირებდა გადასახადს".

"ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით ანალაოგიური აქცია ბათუმსა და თბილისშიც  ჩატარდა. 

ამავე თემაზე: 




Print